აზერბაიჯანში ადგილობრივი დეკორატიული საღებავების წარმოება დაიწყო

5 იანვარი, 2023 კომპანიის სიახლეები
„Penguin“-მა აზერბაიჯანში ხარისხით უნიკალური ახალი დეკორატიული საღებავების წარმოება დაიწყო.
აზერბაიჯანში ადგილობრივი დეკორატიული საღებავების წარმოება დაიწყო

საერთაშორისო „ISO“ სტანდარტების სრულად შესაბამისი „Penguin“-ის ახალი საღებავი წყალზე დამზადებულია, არ შეიცავს მავნე ქიმიურ ნაერთებს და არ გამოსცემს საღებავის სპეციფიკურ სუნს, რომელიც დისკომფორტს იწვევს. წარმოებისას გამოიყენება მაღალი ხარისხის ნედლეული და მსოფლიოს მოწინავე აღჭურვილობა.

დეკორატიული „Penguin“-ის საღებავის თავისებურება შეღებვის შემდეგ ზედაპირზე წარმოქმნილი ორიგინალური ვიზუალური ეფექტია. დეკორატიული საღებავით ნებისმიერ ზედაპირზე შესაძლებელია ხის, ხავერდის, აბრეშუმისა და სხვა მასალების იმიტაციის შექმნა. რადგან საღებავი ადამიანის ჯანმრთელობისთვის სრულიად უვნებელია, მისი გამოყენება შეიძლება ბინების, კერძო სახლებისა და სხვადასხვა დაწესებულების ნებისმიერი ოთახის კედლების მოსართავად.

„Penguin“-ის დეკორატიული საღებავი 10 წელზე მეტ ხანს ინარჩუნებს გამძლეობას გარეგნობის დაკარგვისა და შეკეთების ან ხელახალი შეღებვის საჭიროების გარეშე. ახალ საღებავს „Penguin“-ის ოფიციალურ გაყიდვის წერტილებში გაეცნობით.

„Penguin“ „CMT Group“-ის მიერ წარმოებული აზერბაიჯანის წამყვანი საღებავების ბრენდია. „Penguin“-ის საღებავების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ვებგვერდზე penguin.az, საკონტაქტო ცენტრის ნომერზე (+994 50) 285 94 21 ან ბრენდის სოციალური ქსელების გვერდებზე.