ჩვენ შესახებ

თქვენს საქმეში 2010 წლიდან

ჩვენმა კომპანიამ საქმიანობა 2010 წელს დაიწყო და მშენებლობისა და საღებავების წარმოების სფეროში მყარი პოზიცია დაიმკვიდრა. დაარსებიდან ჩვენი მიზანია მომხმარებლებს ხარისხის, ინოვაციისა და მდგრადობის პრინციპებზე დაფუძნებული საუკეთესო მომსახურება შევთავაზოთ.
საღებავების წარმოებაში სექტორში გამოვირჩევით როგორც შიდა, ისე გარე სივრცეებისთვის ესთეტიკური და ხანგრძლივი გადაწყვეტებით. თანამედროვე ტექნოლოგიების, ფერების ფართო არჩევანისა და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის გამოყენებით, მიზნად ვისახავთ საცხოვრებელი და სამუშაო გარემოს გალამაზებას.
ამავდროულად, საიმედო და მდგრადი სამშენებლო პროექტების განხორციელებით მომხმარებლების ნდობა მოვიპოვეთ. ჩვენი პროფესიონალი გუნდის გამოცდილებითა და სტრატეგიული მიდგომით მომხმარებლის სანატრელ პროექტებს რეალობად ვაქცევთ.
ჩვენი კომპანიის მთავარი მიზანია, შევინარჩუნოთ ლიდერობა სამშენებლო და საღებავების ინდუსტრიაში და ვიყოთ საიმედო პარტნიორი მომხმარებლებისთვის როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. 2010 წლიდან განუწყვეტლივ ვვითარდებით და ინოვაციური გადაწყვეტებით მომავლის სტანდარტებს ვადგენთ.

სანდო ხარისხი

ხარისხი წლების გამოცდილებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ჰარმონიიდან იბადება. ჩვენი პროდუქცია გამოირჩევა გამძლეობითა და მომხმარებლის კმაყოფილებით.

ინოვაციური გადაწყვეტები

ჩვენ ვთავაზობთ მომსახურებას, რომელიც ცვალებად მოთხოვნებს შეესაბამება და მომხმარებლის მოლოდინს აჭარბებს. ჩვენთვის ყოველი სიახლე უფრო ნათელ მომავალს ნიშნავს.

მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა

ჩვენ ვუსმენთ მომხმარებლის მოლოდინებს და გამოვირჩევით ინდივიდუალური მიდგომითა და მაღალი დონის მომსახურებით. ყოველ ნაბიჯზე გადაწყვეტებს თქვენზე ფიქრით ვქმნით.

ძლიერი თანამშრომლობა და ინოვაციები

პირველი თანამშრომლობა თურქულ კომპანიასთან „Epo Yapı-Kimya Sanayi Ltd. Şti.“ დაამყარა და „CMT“-მ წარმოება ბეტონის დანამატებით გააფართოვა. დღეს, როდესაც რეგიონში ბრენდის ყველა უფლებამოსილება მის ხელშია, „CMT“-მ საქმიანობის სფერო გაზარდა და ბრენდს … პროდუქცია დაამატა. „Epo“-ს ქიმიური დანამატები ბეტონს მაღალ ხარისხს, სიმტკიცესა და ესთეტიკურ იერს ანიჭებს. ტექნიკურ სამშენებლო ინჟინერიაში სიახლეების დანერგვით „CMT“-მ რეგიონში მოპოვებული ექსკლუზიური დისტრიბუციის წყალობით განვითარების ახალ ეტაპზე გადაინაცვლა. „Nora“-ს იატაკის საფარები, „Schomburg“-ის საიზოლაციო მასალები, „Uzin“-ის წებოები, „CPS Color“-ის ფერადი პიგმენტები და „COROB“-ის შეფერვის აპარატები „CMT“-ის სადისტრიბუციო საქმიანობის ნაწილია.

შპს „CMT Group“-ის საქმიანობის მიმდინარე მიმართულებები:

მრავალსართულიან საცხოვრებელ და ადმინისტრაციულ შენობებში, სკოლებში, საავადმყოფოებში, სასტუმროებში, სპორტულ კომპლექსებსა და სხვადასხვა დანიშნულების სამრეწველო ობიექტებში

ფასადის შელესვა, შეღებვა და მოპირკეთება
ინტერიერის შეღებვა
ლითონის კონსტრუქციების შეღებვა
საძირკვლის ჰიდროიზოლაცია
დეკორატიული იატაკის საფარები
„Nora“-ს რეზინის იატაკის საფარები

წარმოება და გაყიდვა

„Penguin“-ის დეკორატიული საღებავების წარმოება და გაყიდვა
„KNARR“-ის სამრეწველო, საზღვაო და ავეჯის საღებავების წარმოება და გაყიდვა
„Epo“-ს ბეტონის დანამატების წარმოება და გაყიდვა

დისტრიბუცია

„Schomburg“-ისა და „Uzin“-ის საიზოლაციო მასალების გაყიდვა
„CPS Color“-ის ფერადი პიგმენტებისა და „COROB“-ის შეფერვის აპარატების გაყიდვა

შპს „CMT Group“-ის
ბოლო ნამუშევრები