სწორად შეარჩიეთ ფერები საძინებლისთვის

რჩევები
კარგად დასასვენებლად და მშვიდად რომ გეძინოთ, საძინებლის ფერების შერჩევას განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მიუდგეთ.
სწორად შეარჩიეთ ფერები საძინებლისთვის

მაგალითად, თუ ადრე გაღვიძება გიყვართ, თბილი ტონები უფრო მოგიხდებათ, ხოლო თუ მოუსვენრად გძინავთ — ცივი ფერების დამამშვიდებელი ეფექტი დასვენებაში დაგეხმარებათ.

საძინებლისთვის ფერის შერჩევაში დაგეხმარებათ RAL და PENCOLOR ფერების კატალოგები, რომლებიც ასზე მეტ ელფერს აერთიანებს. მათი დახმარებით აუცილებლად იპოვით თქვენთვის და თქვენი ინტერიერისთვის შესაფერის ფერს.

საძინებლის კედლების კლასიკურ ფერებად თეთრი, ბეჟი და მათი ელფერები ითვლება. როგორც ნეიტრალური ფერები, ისინი უფრო ხშირად გამოიყენება, არ ღლის და ნებისმიერ ავეჯს უხდება. თუმცა, შემდეგის გათვალისწინებით, კედლების გასალამაზებლად სხვა ელფერებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ:

  • საძინებლის მდებარეობა ქვეყნის მხარეების მიმართ;
  • ოთახის სიგანე და სიგრძე;
  • საერთო ინტერიერის ფერთა ტონები;
  • თქვენი პირადი სურვილები და საყვარელი ფერების ერთმანეთთან შეთავსება;
  • ინტერიერის დიზაინის ფერთა ტენდენციები.
სწორად შეარჩიეთ ფერები საძინებლისთვის
სწორად შეარჩიეთ ფერები საძინებლისთვის