ოთახის კედლების მოსაპირკეთებელი მასალის შერჩევისას სხვადასხვა კრიტერიუმს შეიძლება დაეყრდნოთ.
ზოგი ვიზუალურ ეფექტს ანიჭებს მნიშვნელობას, ზოგი კი კომფორტითა და გამოყენებული პროდუქტის ხარისხით ხელმძღვანელობს. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ყოველი ოთახი ფერსა და მასალას თავისებურად ავლენს. ამის მთავარი მიზეზი ქვეყნის მხარეებია — ჩრდილოეთით და სამხრეთით მიმართული ოთახები მზის სხივებს სხვადასხვა ხარისხით იღებს. ამიტომ ნათელი ან დაჩრდილული ოთახისთვის ფერის შერჩევას ყურადღებით უნდა მიუდგეთ.
ბევრს სურს, რომ დღისით ოთახი მაქსიმალურად ნათელი იყოს, თუმცა მზის სინათლის სიუხვის გამო ზოგიერთი ფერი მოლოდინისგან განსხვავებულად შეიძლება გამოჩნდეს. ნათელი, მზიანი ოთახებისთვის გირჩევთ, შემდეგი ფერები ნაკლებად გამოიყენოთ:
- იისფერი — ბუნებრივ სინათლესთან ურთიერთქმედებისას ოთახში ულტრაიისფერი ეფექტი და, შესაბამისად, მძიმე ატმოსფერო შეიძლება შეიქმნას;
- შავი — ნუ ფიქრობთ, რომ მზე შავი ფერის სიმძიმეს შეამსუბუქებს. შავი ოთახი ბუნებრივ ყვითელ სინათლესთან შეხებისას უცნაურად შეიძლება გამოიყურებოდეს.
ფერის ოპტიმალური შერჩევისთვის გაითვალისწინეთ, რომ მზიანი ოთახი ცის მიერ გაფანტულ ცისფერ სინათლეს პრაქტიკულად არ იღებს; შეიძლება ჩაითვალოს, რომ ასეთ სივრცეებში ბუნებრივი თეთრი, ბეჟი და მოყვითალო ტონები უკვე არსებობს. ამ ელფერებთან შეთავსებადი ცივი ფერების გამოყენება უფრო ლამაზ შედეგს მოგცემთ.
ამის მიუხედავად, ყოველი სივრცე თავისებურად უნიკალურია და გემოვნებაც განსხვავებულია. მაგრამ ერთი რამ ზუსტად შეიძლება ითქვას: რაც არ უნდა მკაცრი იყოს მზე, „Penguin“-ის საღებავებით შეღებილი კედლები თავდაპირველი იერის დაკარგვის გარეშე მრავალი წლის განმავლობაში გემსახურებათ.