დეკორატიული საღებავის უპირატესობები

რჩევები
დეკორატიული საღებავი დღეს კედლების, ჭერისა და დეკორატიული ელემენტების შესაღებად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მასალაა.
დეკორატიული საღებავის უპირატესობები

რადგან ეს საღებავი ძალიან გამძლეა და ნებისმიერ ამინდს უძლებს, ის ფასადების შესაღებადაც შესაფერისად ითვლება. დეკორატიული საღებავით ზედაპირზე არა მხოლოდ სხვადასხვა ფერის შექმნა, არამედ განსხვავებული ეფექტებისა და ფაქტურების მიღწევაც შეიძლება.

ძირითადი უპირატესობები:

  • ეკოლოგიურად სუფთა — არ შეიცავს მავნე ქიმიურ ელემენტებს;
  • გამძლე — ხარისხის დაკარგვის გარეშე სულ მცირე 10 წელი ძლებს;
  • დაზიანების შემთხვევაში ადვილად აღდგება;
  • შეესაბამება ინტერიერის ნებისმიერ სტილს;
  • დიდი პალიტრა — ნებისმიერი გემოვნებისთვის ფერის შერჩევა შეიძლება;
  • სუნს არ იწოვს — შეიძლება სამზარეულოში გამოყენება;
  • მტვერსა და ჭუჭყს არ აგროვებს.
დეკორატიული საღებავის უპირატესობები
დეკორატიული საღებავის უპირატესობები