ნაპოვნია გზა, რომ ბეტონის შენობები გიგანტურ აკუმულატორებად იქცეს

დარგის სიახლეები
შვედეთის ჩალმერსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერებმა ბეტონის შენობების გიგანტურ აკუმულატორებად გამოყენება შემოგვთავაზეს.
ნაპოვნია გზა, რომ ბეტონის შენობები გიგანტურ აკუმულატორებად იქცეს

წინა კვლევების დროს მათ ცემენტის ბაზაზე დამზადებული დატენვადი აკუმულატორის მსოფლიოში პირველი კონცეფციის შემუშავება მოახერხეს.

ასეთი აკუმულატორის ძირითადი მასალა ცემენტის ბაზაზე დამზადებული ნარევია მცირე რაოდენობის ნახშირბადის ბოჭკოებით. მასში ჩაშენებულია ლითონით დაფარული ნახშირბადის ბოჭკოს ბადე (ანოდისთვის რკინა, კათოდისთვის — ნიკელი). ცემენტის აკუმულატორის ენერგიის საშუალო სიმკვრივე კვადრატულ მეტრზე 7 ვატია, რაც წინა მოდელებზე დაახლოებით ათჯერ მეტია. ეს „სტანდარტულ“ აკუმულატორებზე გაცილებით ნაკლებია, თუმცა მეცნიერთა აზრით, ეს ნაკლი მნიშვნელოვნად შეიძლება გამოსწორდეს. მნიშვნელოვანია, რომ აკუმულატორის ხელახლა დატენვა შესაძლებელია. შემქმნელების თქმით, მისი დახმარებით შესაძლებელი იქნება LED-ების კვება, შორეულ რაიონებში 4G კავშირის უზრუნველყოფა ან ბეტონის შენობებში კოროზიისგან კათოდური დაცვა.

მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ დღეს შენობებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების უმეტესობა ბეტონისგან შენდება. თუ მათ ელექტროდის ფენას დაიტანთ (და ეს თითქმის ნებისმიერი ბეტონის ზედაპირისთვის შეიძლება), ობიექტი ახალ მნიშვნელოვან ფუნქციას შეიძენს. თუმცა პროექტი ჯერ კიდევ შემუშავების ეტაპზეა. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ბეტონის კონსტრუქციების მომსახურების ვადა 50–100 წელია, აკუმულატორები კი გაცილებით ნაკლებ ხანს ძლებს. მათი იდეის რეალობად ქცევისთვის საჭიროა ვიფიქროთ, როგორ გავახანგრძლივოთ მათი ექსპლუატაციის ვადა.